top of page

Kantaria Law PLLC

რა ტიპის საქმეებს განვიხილავთ

თუ ნიუ-იორკში ან ნიუ-ჯერსიში დაშავდით, მოგვიყევით, რა მოხდა. ქართულად აგიხსნით, რა ინფორმაცია დაგვჭირდება თქვენი საქმის შესაფასებლად.

 

უფასო კონსულტაცია · (917) 633-6021

18 W 33rd Street, Suite 430, New York, NY 10001

 

ავტოსაგზაო შეჯახებები

ავტომობილის, მოტოციკლის ან ველოსიპედის შეჯახების შედეგად დაშავებული მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითების საქმეები.

 

სატვირთო ავტომობილების ავარიები

კომერციული გადაზიდვებისას მოქმედებს უსაფრთხოების სტანდარტები და შესაბამისი რეგულაციები. მძღოლის სამუშაო დროის ჩანაწერების, დისპეტჩერის მონაცემებისა და შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების დოკუმენტების დროულად შენახვა და გამოთხოვა ავარიის გარემოებების დადგენაში გვეხმარება.

 

პასუხისმგებლობა სახიფათო ქონებაზე

სხვის საკუთრებაში მიღებული დაზიანებები, მათ შორის ფეხის დაცურებით ან დაბრკოლებაზე წამოკვრით დაცემა. ვარკვევთ, ვინ შექმნა საფრთხე, ვინ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მის შესახებ და იყო თუ არა საკმარისი დრო გაფრთხილებისთვის ან საფრთხის აღმოსაფხვრელად.

 

ფეხის დაცურებით დაცემა

დაცემა სველ იატაკზე, ყინულზე, დაღვრილ სითხეზე ან სხვა სრიალა ზედაპირზე.

 

დაბრკოლებაზე წამოკვრით დაცემა

დაცემა უსწორმასწორო საფარის, დაზიანებული საფეხურის, მოშვებული იატაკის საფარის ან გასასვლელში დატოვებული ნივთის გამო.

 

ძაღლის ნაკბენი და თავდასხმა

თუ ძაღლმა გიკბინათ ან დაგესხათ თავს, ვარკვევთ, რა მოხდა, ვის მეთვალყურეობაში იყო ძაღლი და რა ინფორმაცია აქვთ მოწმეებს.

 

მუნიციპალური პასუხისმგებლობა

განვიხილავთ დაზიანების საქმეებს, რომლებიც ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს, ოლქებსა და საჯარო უწყებებს უკავშირდება. მათ შორისაა პოლიციის, დასუფთავებისა და სახანძრო სამსახურების მანქანების ან საზოგადოებრივი ავტობუსების მონაწილეობით მომხდარი ავარიები, ასევე სახიფათო ტროტუარებზე, ქუჩებში, პარკებსა და სხვა საჯარო სივრცეებში მიღებული დაზიანებები.

 

სახიფათო გზები და მაგისტრალები

გზის სახიფათო მოწყობასთან, არასათანადო მოვლასთან, გამაფრთხილებელი ნიშნების ნაკლებობასთან ან საგზაო სამუშაოების ზონაში არსებულ საფრთხესთან დაკავშირებული დაზიანებები.

 

პოლიციის მხრიდან ძალადობა და გადამეტებული ძალის გამოყენება

პოლიციის მიერ გაჩერების ან დაკავების დროს ძალის სავარაუდო გადამეტებით გამოწვეული დაზიანებების საქმეები.

 

სამშენებლო შემთხვევები

მშენებლობაზე სიმაღლესთან დაკავშირებული საფრთხეებით გამოწვეული დაზიანებები, მათ შორის სახურავიდან, კიბიდან, ხარაჩოდან ან სამუშაო ბაქნიდან ჩამოვარდნა, იატაკის ღიობში ჩავარდნა და ზემოდან ჩამოვარდნილი ხელსაწყოებით ან მასალებით მიყენებული დაზიანებები. ვარკვევთ, რა დამცავი აღჭურვილობა იყო ადგილზე და რამდენად საკმარისი იყო ის.

 

თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა

ბარში ჩხუბის, დაცვის თანამშრომლის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისა და სხვა თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის საქმეები. ვაფასებთ თავდამსხმელის მოქმედებას და იმას, შეასრულა თუ არა დაწესებულებამ ან დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობა.

 

მაღაზიაში ქურდობაში უსაფუძვლო დადანაშაულება და დაკავება

თუ მაღაზიაში ქურდობაში უსაფუძვლოდ დაგადანაშაულეს, ან დაცვის თანამშრომელმა გაგაჩერათ ან დაგაკავათ, ვიკვლევთ გარემოებებს და ვეძებთ ვიდეოჩანაწერებს, შემთხვევის ანგარიშებსა და მოწმეებს.

 

ალკოჰოლის უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

დაზიანების საქმეები, რომლებიც ბარის, რესტორნის ან სხვა გამყიდველის მიერ ალკოჰოლის უკანონო გაყიდვას ან მიწოდებას უკავშირდება.

 

მოვლის დაწესებულების დაუდევრობა

ნაწოლების, აუხსნელი დაცემისა და არასაკმარისი ან გაუწეველი მოვლის შედეგად მიყენებული ზიანის საქმეები.

 

სტომატოლოგიური, პოდიატრიული და სამედიცინო შეცდომები

სტომატოლოგიურ მკურნალობასთან, ტერფისა და კოჭის მკურნალობასთან ან სხვა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული დაზიანებები, მათ შორის შესაძლო შეცდომები დიაგნოზის დასმისას, პროცედურის დროს ან შემდგომი მოვლისას.

 

ადვოკატის რეკლამა. წინა შედეგები მსგავს შედეგს არ უზრუნველყოფს.

© 2026 Kantaria Law PLLC

New York Office

Наши офисы

18 W 33rd Street, Suite 430 New York, NY 10001
И
203 E Post Rd White Plains, NY 10601

Свяжитесь с нами

Принимаем обращения круглосуточно

  • Whatsapp
  • viber

Мы в соцсетях

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
Политика конфиденциальности
Реклама адвокатских услуг | Результаты предыдущих дел не гарантируют аналогичного исхода.

Информация на этом сайте носит общий характер и не является юридической консультацией по конкретному делу или обстоятельствам. Получение или просмотр этой информации не создаёт отношений между адвокатом и клиентом.

© 2026 Kantaria Law, PLLC. Все права защищены.
bottom of page